|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მარჯვენა და მარცხენა, ყველა ხაზავს ხუთიანს!"-მურმან დუმბაძე

"მარჯვენა და მარცხენა, ყველა ხაზავს ხუთიანს!"-განაცხადა მურმან დუმბაძემ ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე. 

ამგვარი ტრანსფორმაცია განიცადა 6 წლის შემდეგ დუმბაძის ცნობილმა გამონათქვამმა "ხუთიანისა და მარჯვენა ხელის" შესახებ.


"28 ოქტომბერს მარჯვენა და მარცხენა მხოლოდ ვაშაძეს კი არ უჭერს მხარს, არამედ ხელისუფლების ცვლილებას, 29-ში გრიგოლ ვაშაძე ხელს მოაწერს ბრძანებას და მიხეილ სააკაშვილს უბრუნებს საქართველოს მოქალაქეობას,
ამის შემდეგ ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი ხელისუფლების შეცვლაზე და რიგგარეშე არჩევნებზე",-განაცხადა მურმან დუმბაძემ.


მასთან ერთად ქუთაისში იმყოფებოდა მედეა ვასაძე, რომელმაც ასევე სიტყვით მიმართა ქუთაისელებს და გრიგოლ ვაშაძისადმი მხადრაჭერისაკენ მოუწეოდა.


შეგახსენებთ,  2012 წლის არჩევნებზე მურმან დუმბაძე მოსახლეობას "ქართული ოცნების" მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდა: "სამედიცინო დასკვნა გაკეთებულია, თუ ხუთიანს მოხაზავს მარჯვენა ხელით - კიბო გაუჩნდება, თუ მარცხენა ხელით მოხაზავს, ინფექცია გაუჩნდება",-აცხადებდა დუმბაძე.

"ქართული ოცნების" მიერ იმედის გაცრუების შემდეგ მურმან დუმბაძემ და მედეა ვასაძემ ერთად დააფუძნეს პოლიტიკური მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" შემადგენლობაში შედის.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა