|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მასწავლებლებს "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე მისვლა დაავალეს"

"ქართული ოცნების" იმერეთის მერობის კანდიდატების წარდგენაზე დასასწრებად მისვლა დაგვავალეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელმძღვანობისათვის სიის გადაცემით დაგვემუქრნენ"- ამის შესახებ ერთ-ერთმა  პედაგოგმა "ნიუპრესს" განუცხადა.

"ყველა მასწავლებელი დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ პრეზენტაციაზე მივსულიყავით და მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა მათთვის, გვითხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მმართველ გუნდს იმ მასწავლებლების სიას გადასცემენ, რომლებიც წარდგენაზე არ მივიდნენ", - აცხადებს მასწავლებელი.

მასწავლებელთა და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა დაშინების შესახებ ინფორმაცია ყოველი არჩენების წინ ვრცელდება, თუმცა მმარველ გუნდში ფაქტს არ ადასტურებენ.

შეგახსნებთ, რომ დღეს ქუთაისში იმერეთის რეგიონში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებს წარადგენენ.  ღონისძიებას მხარდამჭერები ყველა მუნიციპალიტეტიდან შემოუერთდებიან. პრეზენტაციამდე გაიმართება კონცერტი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა