|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

MBC-ის იპოთეკური სესხი - ყველაზე ოპტიმალური არჩევანი

უძრავი ქონების შეძენა მარტივი არ არის, რადგან ამ მიზნის შესასრულებლად, დღესდღეობით, საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსია საჭირო. საკუთარი სახლის შესაძენად იპოთეკური სესხის აღება მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენი შემოსავლები სწორად გადანაწილდეს და საბოლოოდ უძრავი ქონების მესაკუთრე გახდეთ, რაც ქირის არჩევის შემთხვევაში შეუძლებელია. ასე თქვენ წლების განმავლობაში გაიღებთ თანხას, რომელიც უკან არასოდეს დაგიბრუნდებათ.  

თუ იპოთეკური სესხის აღებას გადაწყვეტთ არჩევანი ისეთ საფინანსო ორგანიზაციაზე შეაჩერეთ, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებს მაქსიმალურად ითვალისწინებს. MBC-ში იპოთეკური სესხის აღება შეგიძლიათ რემონტისთვის, ავეჯის, ბინის, აგარაკის ან სხვა ტიპის უძრავი ქონების შესაძენად, ან თუნდაც დაგირავებული ქონების ვალის დასაფარად. რაც მთავარია, კომპანია არ გიწესებთ ბარიერებს თქვენი წარსული საკრედიტო ისტორიიდან გამომდინარე და საშუალებას გაძლევთ, რომ 100 000 ლარამდე კრედიტი ყველაზე ხელსაყრელი პირობებით მიიღოთ. 

როგორ ავიღოთ იპოთეკური სესხი MBC-ში?

გრძელვადიანი კრედიტის აღება ხანგრძლივ და რთულ პროცედურებს არ მოითხოვს. სესხის მისაღებად უნდა იყოთ სრულწლოვანი, ფლობდეთ პირადობის მოწმობას, ან პასპორტს. რადგან იპოთეკური სესხი ქონების უზრუნველყოფის საფუძველზე გაიცემა აუცილებელია წარმოადგინოთ შესაბამისი უძრავი ქონებით უზრუნველყოფაც.  განაცხადის შევსება მარტივი პროცესია. მას შემდეგ რაც კომპანიის ვებგვერდზე დარეგისტრირდებით და ონლაინ აპლიკაციას შეავსებთ კომპანიის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და უახლოეს ფილიალში დაგიბარებთ სესხის მისაღებად.

MBC მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე ზრუნავს და მათ უფასო ფინანსურ კონსულტაციას სთავაზობს, რადგან ხშირად კერძო იპოთეკარები კანონის გვერდით ავლით აფორმებენ ხელშეკრულებას, რომელშიც სესხი არ ფიქსირდება და მომხმარებელი საკუთარ ქონებაზე ყველანაირ უფლებას კარგავს. საქართველოში ამ სქემით ათეულობით ადამიანი დაზარალდა, ამიტომ MBC გირჩევთ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე საფინანსო ბაზრის სპეციალისტების რეკომენდაციები აუცილებლად გაითვალისწინოთ. 

შესაძლოა უკვე ფლობთ იპოთეკურ სესხს, რომლის პირობებიც არ გაკმაყოფილებთ. გამოსავალი არსებობს, რადგან სესხის პორტირება MBC-ში გამარტივებული პროცედურებით ხდება.

MBC-ის იპოთეკური სესხი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური შეთავაზებაა მათთვის, ვისაც გაზრდილი ფასებისა და არასტაბილური გარემო პირობების გამო უძრავი ქონების შეძენა აუსრულებელ ნატვრად ექცა.  თქვენს შემოსავლებზე მორგებული გადახდის კლებადი გრაფიკით MBC-ში დაფარავთ როგორც ძირითად თანხას, ასევე პროცენტს. კომპანია ითვალისწინებს ინდივიდუალურ შემოსავლებს და გაძლევთ შანსს, რომ თქვენი მოთხოვნების შესაბამისი გადახდის გრაფიკი შეადგინოთ, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ გრძელვადიანი კრედიტი მეტად შეღავათიანი პირობებით დაფაროთ

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა