|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მედია 3 წლით გათავისუფლდეს გადასახადებისგან - ლელო

მედია 3 წლით გათავისუფლდეს გადასახადებისგან - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ინიციატივით გამოდის. ამ თემაზე დღეს სპეციალური ბრიფინგი პარტიის წევრმა, საბა ბუაძემ გამართა.

მისივე განმარტებით,  მედიისათვის შეღავათის დაწესების ინიციატივა ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას უკავშირდება, რაც მედიის სარეკლამო შემოსავლებზე გავლენას მოახდენს. 

" ასევე ამ ინიციატივის აუცილებლობა დღის წესრიგში გაამწვავა ირაკლი ღარიბაშვილის  ინიციატივამ, რომელიც გულისხმობს აზარტული თამაშების შეზღუდვას და მათ შორის აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას. სხვა მოცემულობაში ეს ინიციატივა იქნებოდა სწორი და გამართლებული და "ლელო" აზარტული თამაშების რეგულირებას ჯერ კიდევ გასულ საპარლამენტო არჩევნებამდე ითხოვდა, მაგრამ აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ცხადი პოლიტიკური მიზანი აქვს ხელისუფლებას, რომ აზარტული თამაშებიდან სარეკლამო ბაზარზე შესული თანხების სახით დისკომფორტი შეუქმნას მედიას და კრიტიკული მედია ამ ფორმით შეავიწროვოს", - თქვა საბა ბუაძემ. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი  კობახიძემ  ამ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მედია პირველ რიგში სიძულვილისაგან უნდა გათავისუფლდეს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38%
გაუარესდა - 46%
არ შეცვლილა - 16%
სულ - 50 ხმა