|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მედიქალსიტის" დირექტორს მიწის ნაკვეთის მითვისებას ედავებიან

ქუთაისელი ემიგრანტი იზა არველაძე აცხადებს, რომ  კუთვნილი მიწის ნაკვეთი წაართვეს, რაშიც ქალაქის ხელისუფლებას და "მედიქალსიტის" დირექტორს ადანაშაულებს. ამის შესახებ მან საკრებულოს სხდომის დასასრულს თვითმმართველობის წარმომადგენლებს განუცხადა, თუმცა მისი მოსმება არავინ ისურვა და რამდენიმე წუთში მას მხოლოდ ჟურნალისტები, ორიოდე დეპუტატი და დაცვის თანამშრომლები უსმენდნენ, რომლებიც შენობიდან მის გაყვანას ცდილობნენ.

იზა არველაძის თქმით, საქართველოში  მისი  არ ყოფნის დროს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, რომელიც რეგისტრირებული არ ქონდა, ხის სახლი დაანგრიეს და ნაკვეთი მიითვისეს.

"ინფექციური საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს 30 წლის განმავლობაში მქონდა ნაკვეთი, რომელიც არ იყო დარეგისტრირებული, 2 წლის წინ დავიწყე რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების შეგროვება, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა. ადგილზე იყო ხის შენობა-ნაგებობა, რომელიც მოიპარეს - დაანგრიეს და მისი კვალი გააქრეს, რომ ადვილად დაუფლებოდნენ. ვადანაშაულებ "მედიქალსიტის" დირექტორს და ქალაქის მერს, რადგან იქ მუშაობს ქალაქის მერის სიმამრიც"-აცხადებს იზა არველაძე.

მისი თქმით, საჩივრით ქუთაისის სასამართლოს 4 თვის წინ მიმართა, თუმცა საქმე ადგილიდან არ დაძრულა. სადავო ტერიტორიაზე კი  კაპიტალური მშენებლობა არ შეჩერებულა.

"მედიკალსიტის" გენერალური დირექტორი გია გრძელიძე აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთი კანონის ფარგლებში გადაეცა მულტიპროფილურ ჰოსპიტალს "მედიქალსიტი" და არა მას.

"არსებული კანონების მიხედვით, მულტიპროფილურ ჰოსპიტალს გადმოეცა სახელმწიფო საკუთრებში არსებული მიწის ნაკვეთი 25-წლიანი სარგებლობის უფლებით. ინვესტიცია ხორციელდება იქ, სადაც ბუჩქები იყო, ჭაობი და სხვა არაფერი არსებობდა.  ქალბატონმა შეიძლება თქვას, რომ მისი ბაბუის ან ბებიის ქოხი არსებობდა, ან სასახლე იდგა და ჩვენ დავანგრიეთ, მაგრამ ეს არის ზღაპარი. საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს სასამართლო და სამართალდამცავი სტრუქტურები. თუ რამეში ვართ დამნაშავე, პასუხს ვაგებთ", - განუცხადა გრძელიძემ "ნიუპრესს".

ადგილზე მშენებლობა მიმდინარეობს.  გრძელიძის თქმით, იქ ეწყობა პარკირება და სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა.

შეგახსენებთ, შპს ,,მედიქალსიტი" აქამდე  ცნობილი იყო, როგორც "ინფექციური სავადმყოფო".  დაწესებულება უკვე მულტიპროფილურ ჰოსპიტალს წარმოადგენს. ადგილზე ხორციელდება თურქული ინვესტიცია, რის შედეგადაც თანამდეროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბება იგეგმება.

 

ჰოსპიტალს ,,მედიქალსიტი" ახალი, შვიდსართულიანი შენობა ემატება

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა