ქუთაისში დიუშენით დაავადებული ბავშების სოლიდარობის აქცია- მსვლელობა იმართება
„მიეცით ბავშვებს წამალი", "ერთი ბავშვის სიცოცხლე უდრის სამყაროს", "გადაარჩინე სიცოცხლე, გადაარჩინე მომავალი“, „ყოველი დღე არის ბრძოლა სიცოცხლისთვის", - ამ გზავნილებით ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ ხალხმრავალი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს, რომლებიც ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ ხელისუფლებისაგან მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის დაფინანსებას.
როგორც ცნობილია, აღნიშნული მოთხოვნით უწყვეტი აქცია მთავრობის კანცელარიასთან იმართება. აქციის მონაწილეების განცხადებით, მედიკამენტები, რომლებსაც ისინი ითხოვენ, ხელს უწყობს კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშების სიცოცხლის გახანგრძლივებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
ხელისუფლება კი წამლის შემოტანასა „მისი გვერდითი ეფექტების“ საბაბით უარს ამბობს.
აქციის მონაწილეები ამ დროისთვის ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ და ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
აქცია ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტის აკაკი საღინაძის ორგანიზებით დაიგეგმა. ქუთაისში იმყოფება და აქციაში მონაწილეობს უწყეტი აქციების წევრი, იურისტი კახა წიქარიშვილი.
ფოტო: არჩილ გეგენავა
ავტორი:

16:48
17:26
21:51
11:34
15:17
















