მიმართა თუ არა ზაალ ჩაჩავამ "ტორპედოს" მწვრთნელს მატჩების გარიგების წინადადებით?
შესთავაზა თუ არა "ტორპედოს" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს მატჩების გარიგება? - ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ერთ-ერთი სპორტული ჟურნალისტის მიერ გაკეთბულ განცხადებას ზაალ ჩაჩავა კლუბის ოფიციალურ გვერდზე პასუხობს.
როგორც ის აცხადებს, ამ ბრალდების გამო აპირებს ჟურნალისტს ცილისწამებისთვცის უჩივლოს. "მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და აზრადაც კი არ მომსვლია კახა ჩხეტიანისთვის ოდესმე ეს მეთქვა. სამწუხაროა, მაგრამ სწორედ ასეთი ადამიანები ცდილობენ თავისი პროვოკაციებით იმიჯი შეულახონ როგორც კლუბებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, ასევე სფფ-ს დიდ შრომას."
შეთავაზებას უარყოფს კახა ჩხეტიანიც: როგორც "ტორპედოს" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ასეთი რამ არასოდეს მომხდარა.
"სურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა - ზაალ ჩაჩავას ჩემთვის მატჩების გარიგება არ შემოუთავაზებია! უფრო მეტიც, ის არასდროს ჩარეულა ე.წ. საფეხბურთო საკითხებში, იქნებოდა ეს ფეხბურთელის მოყვანა/გაშვება, შემადგენლობის დაყენება თუ სხვა..."- აცხადებს ჩხეტიანი.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















