მისამართები, სადაც კორპუსის პატაპეტების რეაბილიტაცია მოხდება
-
ქალაქ ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები 12 ობიექტს ჩაიტარდება.
მერია იმ ობიექტების მისამართებს აქვეყნებს, სადაც ახლახანს გამოცხადებილი ტენდერის ფარგლებში სამუშაოების დაწყება იგეგმება.
1. ნიკეას ქუჩა N 2;
2. ნიკეას ქუჩა N 21;
3. ჟიული შარტავას ქუჩა N 2/38;
4. ზვიად გამსახურდიას გამზირი N15;
5. ჯავახიშვილის ქუჩის პირველი შესახვევის N 19, I სადარბაზო;
5.1 ჯავახიშვილის ქუჩის პირველი შესახვევის N 19, II სადარბაზო;
5.2 ჯავახიშვილის ქუჩის პირველი შესახვევის N 19, III სადარბაზო;
6. ბუხაიძის ქუჩის მეორე მიკრორაიონის N 16;
7. გუგუნავას ქუჩის N 15/2ა;
8.განჯის ქუჩა N 15;
9. ხუნდაძის ქუჩა N 61;
10. ვარლამიშვილის ქუჩა N9;
11. შოთა რუსთაველის გამზირი N137, I სადარბაზო;
11.1 შოთა რუსთაველის გამზირი N137, IV სადარბაზო;
12. ლესელიძის ქუჩა N3.
სამუშოები 10 ნოემბრის ჩათვლით უნდა დასრულდეს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 55 ათასი ლარია. ღირებულების 90 %-ს ქალაქის ბიუჯეტი იხდის, დარჩენილ თანხას კი მოსახლეობა. სამუშაოები პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში ხორციელდება.
შეგახსენებთ, ქუთაისში კორპუსის პარაპეტების ჩამონგრევას ბოლო წლებში ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















