|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მივლინებებში სოლიდური თანხები იხარჯება" -ბაღდათის მერს იმპიჩმენტით ემუქრებიან

ბაღდათის მერს არჩილ გოგსაძეს იმპიჩმენტით ემუქრებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელი ირაკლი ჩიგოგიძე საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. 
ორგანიზაციის  წარმომადგენელი, ასევე მაღალჩინოსნების გახშირებულ მივლინებებს აპროტესტებს. 
როგორც ირაკლი ჩიგოგიძე აცხადებს, ბაღდათის მერი და სხვა საჯარო მოხელეები მივლინებებში დიდი ოდენობით თანხებს ხარჯავენ, იმ დროს, როდესაც სოციალურად დაუცველები ერთჯერად დახმარებას ვერ იღებენ.
 
"ბაღდათელი მაღალჩინოსნები აქტიურად დადიან მივლინებებში, ხარჯავენ ბიუჯეტის თანხებს. ოთხ თვეში დაახლოებით 30 000 ლარზე მეტია დახარჯული. ეს ბაღდათისთვის დიდი თანხაა. სოციალურად დაუცველებს ეუბნებიან, რომ დახმარებას ვერ გასცემენ, რადგან თანხა არაა. ჩვენი ორგანიზაცია სწავლობს ამ საკითხს და არ არის გამორიცხული, მერის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. იქამდე, საკრებულოს რიგგარეშე სხდომას მოვითხოვთ და და მერმა მივლინებების ხარჯები დაასაბუთოს. არაერთი დარღვევაა მერიაში, ააიპებში არასათანადოდ მუშაობენ.აუდიტის სამსახურს და ანტიკორუფციულ სააგენტოს მივმართეთ, შედეგი არ იყო დამაკმაყოფილებელი ", -განაცხადა ირაკლი ჩიგოგიძემ.
მისი თქმით, ამ დრომდე მუნიციპალიტეტს მივლინებებით რამე სარგებელი არ მიუღია.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ  აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავს აბსურდულ განცხადებაზე მერიაში კომენტარს არ გააკეთებენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა