|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოძებნე სასურველი უძრავი ქონება area-ზე

area.ge უძრავი ქონების ყველაზე დიდი და თანამედროვე პლატფორმაა, რომელიც საკუთარ სივრცეში აერთიანებს გასაყიდ, გასაქირავებელ, დასაგირავებელ ქონებას და ეხმარება, როგორც უძრავი ქონების მაძიებელს, ასევე მესაკუთრეს დაასრულოს გარიგება მისთვის ხელსაყრელი პირობებით.

არეაზე წარმოდგენილია როგორც ახალაშენებული, მეორეული და მშენებარე საცხოვრებელი ქონება, ასევე მიწის ნაკვეთები, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები. ნებისმიერი ტიპის ქონების მოძებნა საიტზე ძალიან მარტივია, რადგან ძიების მოსახერხებელი ფუნქციონალი და ფილტრი იძლევა საშუალებას, ძირითადი მახასიათებლების მითითების საშუალებით თქვენი ყურადღება შეაჩეროთ მხოლოდ ისეთ უძრავ ქონებაზე, რომლითაც იმ მომენტში დაინტერესებული ხართ. განცხადებაში გადმოცემული დაზუსტებული ინფორმაცია და  ფოტოები კი დაგეხმარებათ ქონების შესახებ პირველადი შთაბეჭდილების შექმნაში. 

თუ გსურთ, area.ge-ს ვებგვერდზე შესულმა მომხმარებელმა პირველი თქვენი განცხადება ნახოს, მაშინ გამოიყენეთ არეას პრემიუმ სერვისი „აქციე შეთავაზებად“.  განცხადება ნიშნით „შეთავაზება“ პლატფორმაზე განთავსდება ინდივიდუალურად და გამოჩნდება მთავარ გვერდზე შეთავაზებული განცხადებების ბლოკში. გარდა ამისა,  შესაბამისი ფილტრით ძებნისას მომხმარებელი ამ ქონებას, შედეგების გვერდზე, იხილავს ზედა პოზიციაზე. 

თუ გადაწყვეტთ, ისარგებლოთ ამ სერვისით, ეწვიეთ area.ge- ს პრემიუმ სერვისების გვერდზე, აირჩიეთ - ,,აქციე შეთავაზებად“,  მიუთითეთ სასურველი განცხადება შესაბამის ველში, მონიშნეთ მომსახურების მიღების სასურველი პერიოდი, გადაამოწმეთ შეკვეთა და გადაიხადეთ ჯამური საფასური ონლაინ. 

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ area.ge-ს ჰყავს ექსპერტები, რომლებსაც შეუძლიათ, გაგიწიონ სრული მომსახურება ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაში. არეას ექსპერტები საჭიროების შემთხვევაში: 

  • იპოვიან თქვენს  საჭიროებებზე მორგებულ ქონებას
  • მოგაწვდიან სრულ ინფორმაციას მისი მახასიათებლების შესახებ
  • ჩაერთვებიან საბანკო და იურიდიულ პროცედურებში ქონების საბოლოო გაფორმებისთვის

ასე ზრუნავს არეა  უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის გამარტივების პროცესზე. 

 

მოითხოვე იპოთეკური სესხი ონლაინ

 

გარდა ზემოხსენებული სერვისებისა, არეა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, მოითხოვოთ წინასწარ შერჩეული ქონების შესაძენად იპოთეკური სესხი ონლაინ, ბანკში მისვლის გარეშე. როგორ?

არჩევთ სასურველ ქონებას area.ge-ზე, განცხადებიდანვე გადადიხართ იპოთეკური სესხის მოთხოვნის გვერდზე. საიტზე ჩაშენებული კალკულატორის მეშვეობით ითვლით, დაახლოებით რა თანხა გჭირდებათ ბინის შესაძენად, რამდენ პროცენტიანი თანამონაწილეობა იქნება საჭირო, რა თანხის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად, რამდენი წლით მოგცემთ ბანკი სესხს. 

დამაკმაყოფილებელი პასუხების მიღების შემდეგ, ავსებთ აპლიკაციას, სადაც უთითებთ - სახელს, გვარს, პირად და ტელეფონის ნომერს, იმეილს, მისამართს და ელოდებით ბანკის წარმომადგენელს, რომელიც დაგიკავშირდებათ თქვენი განაცხადის განხილვის შემდეგ.

 

აღსანიშნავია, რომ არეას საიტიდან შეგიძლიათ ერთდროულად სამ - საქართველოს, თი ბი სის და ტერა ბანკში გააგზავნოთ იპოთეკური სესხის მოთხოვნა, რომელი მათგანიც უფრო ხელსაყრელ პირობებს შემოგთავაზებთ, მასთან გააგრძელოთ კომუნიკაცია

 

area.ge - უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა სერვისი ერთ სივრცეში.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა