"მოგვეშველეთ, წყალში ვიხრჩობით"- ხანძრისგან დაზიანეული კორპუსის ბინადრები აქციებს გეგმავენ
ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე #20 კორპუსში, ხანძრის შემდეგ დაზიანებული ჭერიდან ჩასულ წყალს უმკლავდებიან. კორპუსს სახურავი ფაქტობრივად დამწვარი აქვს, უხვი ნალექის გამო კი წყალი შენობაში მცხოვრებლების უმრავლესობას ჩაუვიდა. ადგილობრივები ქუთაისის მერიას შენობის გადახურვას თხოვენ, რისთვისაც ორდღიან ვადას აძლევენ, შემდეგ კი ქალაქის მთავარი მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავენ.
"მოგვეშველეთ, წყალში ვიხრჩობით. კორპუსს სახურავი მთლაინად დამწვარი აქვს, ნახევარ საათზე მეტია, ძლიერი წვიმაა და ხანძარზე მეტი ზარალი მივიღეთ. დალპა ჭერი და იარაკი, განადგურდა ავეჯი და ტექნიკა, დაგვეხმაროს ვინმე,"- ამბობენ ადგილობრივები.
ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ცეცხლი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ადგილზე ათამდე სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ქარის გამო ცეცხლი სახურავს სრულად მოედო, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, კორპუსში მცხოვრებლები მხოლოდ სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა დააზარალა.
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსის თქმით, ცეცხლის მიზეზი კორპუსში მიმდინარე შედუღებითი სამუშაოები გახდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. მერიაში კი ამბობენ, რომ კორპუსის სახურავს მომდევნო დღეებში გადახურავენ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















