|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მომხრე ვარ, შეიქმნას კომისია და გაირკვეს, რაშია საქმე - მეუფე მელქისედეკი

მომხრე ვარ, შეიქმნას კომისია და გაირკვეს, რაშია საქმე - აცხადებს მეუფე მელქისედეკი  უბისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლის  ნაწილის ბრალდების შესახებ.   ის  პროცესს მართულს უწოდებს და აცხადებს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმართული ბრძოლაა.

მეუფის ინფორმაციით, ის შეხვდა მრევლს, მაგრამ შეხვედრაზე არ მივიდნენ ისინი, ვინც დღეს აქცია გამართა. მეუფე აცხადებს, რომ თავადაც სურს, კომისიამ განიხილოს საკითხი და დადგინდეს რა მოხდა.

"ტაძარში სასულიერო პირებმა წირვა ჩაატარეს და არც შეწყდება. ის, რომ მე მათ არ ვესაუბრები,  არის სიცრუე. მიუხედავად იმისა, შეუძლოდ ვარ, შეხვედრაზე მაინც მივედი და არცერთი ადამიანი, ვინც დღეს აქციას მართავდა, იქ არ ყოფილა. ნაწილი უბისას მრევლიც არაა. ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ.

მომხრე ვარ, შეიქმნას კომისია და გაირკვეს, რაშია საქმე . არ ვიცი, რატომ და ვის მიერაა მართული, მაგრამ ფაქტია, ტაძრის მრევლიც არაა და მოყვანილი ყავდათ. აღნიშნულ სასულიერო პირებზე, რაც ითქვა, სიმართლე არაა. კრებსებში ერთზე იყო რაღაც და განრიდებული იყო მონასტრიდან, დანარჩენი არიან მონასტერში. არ შეიძლება სიცრუეზე დაყრდნობა და ამიტომ მოვითხოვ კომისიას", - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა