მოსალოდნელი ამინდი დასავლეთ საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, ხოლო 18-19 მარტს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 17 მარტს ზოგან იწვიმებს, ხოლო 18-19 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 17 მარტს ზოგან იწვიმებს, ხოლო 18-19 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 19 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 17 მარტს ზოგან იწვიმებს, ხოლო 18-19 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 19 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 17 მარტს ზოგან მოთოვს, ხოლო 18-19 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 19 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ავტორი:





16:26
14:17
17:28
















