|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს. მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ,რომ თბილისში 4, 5 და 6 აგვისტოს ტემპერატურა დღისით +37 , +38 გრადუსი იქნება. ღამე კი +23, +23, +24 გრადუსია ნავარაუდევი.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 
დასავლეთ საქართველოში 4-6 აგვისტოს ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით +28 +33, კოლხეთის დაბლობზე +38 +40 გრადუსი, ღამით კი, +20 +25 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით +34 +39, ღამით კი +19 +24 გრადუსი იქნება.
დედაქალაქში მომდევნო სამი დღე უნალექოდ ჩაივლის.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა