|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

5 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდი იქნება.  გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ცაკლეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე, მცირე წვიმა. კერძოდ, 3 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში შესაძლოა იწვიმოს.
ამასთან, 3–4 სექტემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 17–22 მ/წ–ში იქნება.

5 სექტემბრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დღისით 28–30 გრადუსის ფარგლებში იქნება; დასავლეთ საქართველოს დაბლობში – დღისით ჰაერის ტემპერატურა 29–34 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 25–30 გრადუსის ფარგლებში იქნება.
5 სექტემბრამდე თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა შესაძლებელია ღამისა და საღამოს საათებში იყოს მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით 27–29 გრადუსის ფარგლებში იქნება;

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა