|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსახლეობას ხარაგაულის მერობის კანდიდატი წარუდგინეს [R]

ხარაგაულის მოსახლეობას დღეს, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე წარუდგინეს.

მერობის კანდიდატი ხარაგაულის მოსახლეობას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, პარლამენტის მაჟორიტარმადეპუტატებმა - გიორგი კახიანმა, ზაზა გაბუნიამ და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა წარადგინეს.

დავით სერგეენკომ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის ყველა კანდიდატი განსაკუთრებული სიფრთხილითა და პროფესიონალიზმითაა შერჩეული.

ნიკოლოზ თოფურიძემ შეხვადრაზე მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და აღნიშნა, რომ მისი მერობის პირობებში, ხარაგაულის ყველა სოფელში რეაბილიტირებული გზაიქნება, რასაც გარე განათებისა და სოფლების გაზიფიცირების საკითხის მოგარება მოჰყვება.

შეხვედრას ხარაგაულის ადმინისტრაციული ერთეულებისა და დაბის მოსახლეობა ესწრებოდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა