"მთავარია, მშვიდობიანად ჩავაქროთ ხანძარი ბორჯომში“
ქუთაისში დაგეგმილი „ქართული ოცნების“ პარტიული პრეზენტაცია, ბორჯომში არსებული მდგომარეობის გამო გადაიდდო.
25 აგვისტოს ქუთაისში, ასსაფეხურიან კიბესთან თვითმაართველობის არჩევნებში იმერეთის მერობის კანდიდატებს წარდგენა იყო დაგეგმილი.
ნიკა ლატარიას განცხადებით, რომელიც ქუთაისში „ქართული ოცნების“ შტაბს უხელმძღვანელებს, ღონისძიების თარიღი ბორჯომში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ გაირკვევა.
„ზუსტად არ ვიცით, როდემდე გადაიდო შეხვედრა, მთავარი ამოცანა ახლა არის ის, რომ მშვიდობიანად დასრულდეს ბორჯომში ხანძარის ჩაქრობა, ამის შემდეგ დაიგეგმება პრეზენტაციის თარიღი“,-განაცხადა ლატარიამ.
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებს ქუთაისში ქვეყნის პრემიერ-მინისტი წარადგენს. წარდგენამდე ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართება.
ბორჯომში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ხანძრის ლიკვიდაციას, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სახანძრო სამაშველო ეკიპაჯები ცდილობენ.
ფოტო - ბექა შაკაშვილი
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















