|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მთავარია, დავრწმუნდეთ, რასაც ვიხდით, რეალური თანხაა"

გაზის ტარიფის გაძვირების გამო ქუთაისში აქცია გაიმართა. პარლამენტთან აქცია "ნინო ბურჯანაძე - თავისუფალი საქართველოს" წევრებმა და მხარდამჭერებმა გამარტეს. გოგი წულაის განცხადებით, დღეს გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა, ხელისუფლების უყურადღებობის შემთხვეაში აქციები გაგრძელდება. 

"გამაფრთხილებელი აქციით ვცდილობ ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების შეცვალას და არსებული ტარიფების რეალურობის შეფასებას. მთავარია, მოსახლეობა დარწმუნდეს, რომ რასაც ვიხდით რეალური თანხაა. მაგრამ განცდა გვაქვს, რომ ეს არის კორუფციული მთავრობის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ ჩვენ ახლა არ მოვთხოვთ ხელისუფლებას გადაწყვეტილება გააუქმოს, ძალიან მალე გაძვირდება დენი და წყალი, რადგან სემეკში განცხადება შეტანილია",-განაცხადა გოგი წულაიამ. მისივე თქმით, გრძელდება ხელმოწერების შეგორვება.

წულაიამ მოსალხეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა, თუმცა მიუხედავად ინფორმირებულობისა, მოქალაქეები აქციაზე არ მისულან.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა