|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მთის კანონის" ამოქმედებამ მიგრაციის პროცესი შეანელა

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივანმა, ოთარ კონჯარიამ განაცხადა, რომ მაღალმთიანი დასახლებებიდან მიგრაციის პროცესი მეტ-ნაკლებად შენელებულია.

კონჯარიას თქმით, 235 000 ადამიანზე მეტი რეგისტრირებულია როგორც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, რაც ნიშნავს, რომ ისინი მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრობენ წელიწადში 9 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში. მისივე განმარტებით, კანონით განსაზღვრული შეღავათების და სოციალური დანამატების გაცემა რეალურად 2016 წლის 1-ელ სექტემბერს ამოქმედდა. ამიტომ თვლის, რომ შედეგზე  საუბარი ჯერ  ნაადრევია, თუმცა პროცესებს დადებითად აფასებს.  

"არ გვაქვს მონაცემი, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტატუსის მქონე პირმა თავისი ნებით დატოვა საცხოვრებელი ადგილი და გადავიდა არამაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიგრაციული პროცესები მაღალმთიანი დასახლებებიდან საერთოდ შეჩერებულია. მიგრაციის პრობლემები აწუხებს მთელ მსოფლიოს, მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში, მოსახლეობა სოფლებიდან ურბანულ ცენტრებში გადადის საცხოვრებლად, მაგრამ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, კანონის ამოქმედების შემდეგ ის დიდი ტალღა, რომელიც მიგრაციული პროცესის სახით არსებობდა ჩვენს ქვეყანაში მაღალმთიანი რეგიონებიდან ქალაქების მიმართულებით, შენელებულია, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა კონჯარიამ.


 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა