|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მუცლის ტკივილი ბავშვებში

დროდადრო ყველა ბავშვი განიცდის მუცლის ტკივილს. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ბავშვთა ასაკში და რიგ შემთხვევებში სერიოზულ პრობლემებზეც შესაძლოა მიუთითებდეს. ამიტომ აუცილებელია მოვახდინოთ მისი იდენტიფიცირება და ვიცოდეთ როდის უნდა ჩავერიოთ. REDMED-ის საშუალებით პროფესიონალ პედიატრთან შეგიძლიათ გაიროთ ონლაინ კონსულტაცია ნებისმიერ დროს.

 

რა იწვევს მუცლის ტკივილს ბავშვებში?

 

მუცლის ტკივილის გამომწვევი მიზეზებიდან შეგვიძლია გამოვყოთ:

 

  • მოუნელებლობა – ზოგადი ტერმინია მდგომარეობის, რომელიც აღწერს დისკომფორტს მუცლის ზედა კვადრანტში. ტკივილი როგორც წესი არის მწველი, ლოკალიზდება მკერდის ძვლის ქვედა კიდესთან და მას თან ახლავს შებერილობა. როგორც წესი, ის თავისით გადის, თუკი საქმე არ გვაქვს სერიოზულ მოუნელებლობასთან.
  • ვირუსული გასტროენტერიტი – დიაგნოზი, რომელიც ხასიათდება წყლისმიერი დიარეით, სპაზმური შეტევებით და გულისრევა/პირღებინებით. რთულ ფორმებში მას ახლავს ტემპერატურა (>38 °C), სისხლიანი დიარეა და მწვავე მუცლის ტკივილი. ყველაზე მთავარ პირველად დახმარებას წარმოადგენს ადექვატური ჰიდრატაცია.
  • შეკრულობა – მისი იდენტიფიკაცია შესაძლებელია ნაწლავების ნელი პერისტალტიკით და მშრალი განავლის არსებობით. ხშირ ჩივილს წარმოადგენს მუცლის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს შებერილობა ან დისკომფორტი. დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს, თუკი ყველაფერს თან ახლავს ბავშვის მიერ საკვების მიღებაზე უარი, წონაში კლება და სისხლის მინარევების ქონა განავალში.
  • სტრესი და შფოთვითი აშლილობა – როდესაც ბავშვი არის სტრესის ქვეშ, ან აღენიშნება შფოთვითი აშლილობის ეპიზოდები, სისხლში გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი. ის პროვოცირებას უკეთებს დისკომფორტის შეგრძნებას და სპაზმურ მოვლენებს მუცელში.
  • აპენდიციტი – აპენდიციტი არის ჭია დანამატის, იგივე აპენდიქსის ანთება. როგორც წესი, ის იწვევს მოულოდნელ, მწვავე ხასიათის ტკივილს, რომელიც იწყება ჭიპის გარშემო და შემდგომ ინაცვლებს მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრანტში. ტკივილის ინტენსივობა იზრდება ხველის, სიარულის ან ზოგადად მოძრაობის დროს. აპენდიტიციტი წარმოადგენს მწვავე მდგომარეობას, რომელიც საჭიროებს დაუყოვენბლივ ჩარევას და შესაძლოა ოპერაციულ მკურნალობას.
  • გაუვალობა – მდგომარეობაა, როდესაც საკვების და სითხის გადაადგილება ვერ ხერხდება არსებული ნაწლავური ბლოკის გამო. მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს გადაყლაპული უცხო სხეული, ნაწლავის შემოგრეხა ან მის სანათურში შეხორცების ან ნაწიბურის არსებობა. ის ხასიათდება მუცლის ტკივილის არსებობით, რომელიც იზრდება და მცირდება და ლოკალიზდება ჭიპის გარშემო ან ქვევით. რთულ შემთხვევებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს განავლოვან ღებინებას. გაუვალობის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებელი ვიზიტი ექიმთან.

 

 

მუცლის ტკივილის მკურნალობა ბავშვებში

 

თუკი პრობლემა მდგომარეობს მოუნელებლობაში აუცილებელია რომ საკვები მიაწოდოთ მცირე ულუფებად და სცადოთ შერეული დიეტა, ხოლო იმისათვის რომ იცოდეთ, თუ რომელი პროდუქტები და რა სახით უნდა მიაწოდოთ თქვენს ბავშვს აუცილებელია პედიატრთან კონსულტაცია.

 

დიარეის ან შეკრულობის არსებობისას აუცილებელია ორგანიზმის სითხით შევსება, ამიტომ იზრუნეთ რომ ბავშვმა მიიღოს საკმარისი რაოდენობით წყალი და სასურველია ელექტროლიტები.

 

რჩევები მშობლებს

 

ბავშვებში მუცლის ტკივილის უმეტესობა სერიოზული მიზეზით არაა გამოწვეული. მისი განვითარების მიზეზი სხვადასხვა შესაძლოა იყოს, თუმცა მკურნალობის გზები უმეტეს შემთხვევაში მარტივია.

 

პრევენციისთვის აუცილებელია:

 

  • ხშირად დაიბანოთ ხელები საკვების მომზადების ან კვების დროს;
  • შეარჩიოთ სწორი პორციები და არ მისცეთ საკვები ძილის წინ;
  • მიაწოდეთ დიდი რაოდენობით სითხეები, ხილი და ბოსტნეული;
  • გაითვალისწინეთ კვებითი ალერგიები.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა