"მუნიციპალური ტრანსპორტის არ არსებობა მოსახლეობას პრობლემებს უქმნის"
განვითარების სტრატეგიული გეგმა „ქუთაისი 2020“, რომელიც დღეს თვითმმართველი ქალაქების ეკონომიკურ ფორუმზე წარმოადგინეს, თელავის თვითმმართველობის წარმომადგენელმა ალექსანდრე სვანიშვილმაც შეაფასა. მისი თქმით, ქუთაისმა თვითმმართველობების თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
"ყველა განვითარებულ ქვეყანაში თვითმმართველობების თანამშრომლობა ყველაზე პრიორიტეტულია. მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაშიც იწყება ეს თანამშრომლობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის მიმართულება, რომელსაც ქუთაისმა ჩაუყარა საფუძველი", - აღნიშნა სვანიშვილმა.
კონფერენციაზე სხვადასხვა საკითხებთან ერთად მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის საჭიროებაზეც ისაუბრეს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლის აკაკი რუხაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის არ არსებობა პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. ამ საკითხში რუხაძეს თელავის თვითმმართველობის წარმომადგენელიც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ საკითხის რეგულირება მოხდებოდა.
"რთული სიტუაციაა ტრანპორტთან დაკავშირებით თითქმის ყველა ქალაქში. კარგი იქნება, თუ ამ პრობლემის მოგვარებაში თვითმმართველობის წარმომადგენლები ერთმანეთს გავუზიარებთ აზრებს და მოვახდენთ ამ პრობლემის რეგულაციას",- აღნიშნა თელავის თვითმმართველობის წარმომადგენელმა ალექსანდრე სვანიშვილმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















