|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნანა კოსტავა აზიანებს ამ ქალაქის რეპუტაციას" - გიორგი მშვენიერაძე

ნანა კოსტავა ვერაფერ სარგებელს მოუტანს ამ ქალაქს, გარდა იმისა, რომ აზიანებს მის რეპუტაციას - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) ხელმძღვანელმა. ის ქუთაისში ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლის მოთხოვნით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ გამართულ აქციას ესწრებოდა.

"ამ ქალაქში დავიბადე გავიზარდე და ჩემთვის ძალიან ძვირფასია, როგორი ღირებულების ადამიანები იქნებიან თვითმმართველობის ორგანოში.   ადამიანები რომლებიც არიან გაჟღენთილი ბოროტებით, სიძულვილით, შურისმაძიებლობით, ბუნებრივია, ვერაფერ სარგებელს  მოუტანენ ამ ქალაქს, მხოლოდ შეძლებენ მისი რეპუტაციის დაზიანებას, ამიტომ ჩემი დღეს აქ ყოფნა არის მოწოდება ქალბატონი ნანასადმი, რომ მან როგორც პოლიტიკოსმა, დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა, რომელზეც პოლიტიკოსები პოლიტიკურად აგენენ პასუხს და ეს პასუხისმგებლობა არის - წავიდეს სახლში. იმიტომ რომ მას აღარ ექნება აღარავითარი რესურსი, მიუხედავად იმისა,  რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია,  რაიმე სიკეთე გაუკეთოს ამ ქალაქს. ამიტომ მან, თუკი იაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რაც ახლავს თან მის გამოხატვას, მან უნდა დატოვოს ქუთაისის საკრებულო-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა