"ნანა კოსტავას თანამდებობიდან გადაყენება საპროტესტო ტალღის გადაგორების მცდელობაა"
"ნანა კოსტავას თანამდებობიდან გადაყენება საპროტესტო ტალღის გადაგორების მცდელობაა" - აცხადებს საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია და უმრავლესობის დეპუტატისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით რიიგარეშე სხდომის ჩანიშვნას ითხოვს.
"მიუღებელია ნანა კოსტავას პოსტი, რამაც საზოგადოების სამართლიანი განაწყენება გამოიწვია. ვინაიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა და ხდება მსგავსი საკითხების ტირაჟირება, ამიტომ მივმართავთ საკრებულოს დაინიშნოს რიგგარეშე სხდომა და ნანა კოსტავას შეუწყდეს უფლებამოსილება. საკრებულოს გადაწყვეტილება ნანა კოსტავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არის საპროტესტო ტალღის გადაგორების მცდელობა, რეალურად ნანა კოსტავა რჩება მათი გუნდის წევრად და თანამოაზრეები არიან", -განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.
პარალელურად, მერიასთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრების აქცია გაიმართა. ისინი ნანა კოსტავას პოსტს გმობენ და აცხადენ, რომ არასწორია, როდესაც საჯარო მოხელეები მსგავსი შინაარსის განცხადებას ავრცელებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















