|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნევადაში გამარჯვების შედეგად, „დემოკრატებმა“ სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს

აშშ-ში  ნევადას შტატში გამართულ არჩევნებში დემოკრატმა სენატორმა ქეთრინ კორტეს მასტომ, „რესპუბლიკელი“ კონკურენტი ადამ ლაქს ალტი დაამარცხა, რის შედეგადაც, „დემოკრატებმა“ სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს.

დემოკრატების კანდიდატმა ხმების 48.7 პროცენტი მოიპოვა, „რესპუბლიკელების“ კანდიდატმა, შტატის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ადამ ლაქს ალტმა კი 48.2 პროცენტი.

საბოლოო შედეგი 6 დეკემბერს ჯორჯიაში დაგეგმილი მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ დადგინდება.

რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის შუალედური არჩევნების შედეგებს - წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელებს 211 მანდატის, ხოლო დემოკრატებს 207 ადგილის მოპოვების შანსი აქვთ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა