ქუთაისში საარჩევნო უბნების დასაკომპლექტებლად კონკურსი 19 აგვისტოს გამოცხადდება
ქუთაისში, 127-ვე საარჩევნო უბნის დასაკომპლექტებლად კონკურსი, მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გამოცხადდება. კონკურსი, რომელიც განაცხადების შეტანას ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისაში ითვალისწინებს, 3 სექტემბრამდე გაგრძელდება.
"კონკურსი კომისიის 6 წევრის ასარჩევად გამოცხადდება, ხოლო დანარჩენი 7 წევრს პოლიტიკური პარტიები წარადგნენ," – ამბობს ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საარჩევნო საოლქო კომისია უკვე დაკომპლექტდა 13 წევრისგან.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა