"საერთშორისო გამჭვირვალობა–საქართველო" ქუთაისის მერიას კონკურსის გამოცხადებას არ ურჩევს
ქუთაისის მერიას "საერთშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენლები მერიაში კონკურსის გამოცხადებისაგან თავის შეკავებას ურჩევენ. აღნიშნული არასამტავრობო ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის წარმომადგნელი თეონა ზაქარაშვილის განმარტებით, მერიამ ამ ეტაპზე კონკურსის გამოცხადებისაგან თავი უნდა შეიკავოს, რადგან საკანონმდებლო ორგანოში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში ცვლილებების საბოლოო განხილვა მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება. თეონა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობა საპარლამენტო ცვლილებებს უნდა დაელოდოს, მანამდე კი მხოლოდ ქუთაისის მერიაში დასაქმებულთა ატესტაცია ჩაატაროს.
ავტორი: დეა მანაგაძე