|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში კონკურსი ამ დრომდე არ გამოცხადებულა

ქუთაისის მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ამ დრომდე კონკურსი არ გამოცხადებულა და შესაბამისად, მერიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე არც საკვალიფიკაციო მოთხოვნებია გამოქვეყნებული. 
მერიაში ვაკანუტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ საკითხი ქუთაისის საკრებულომ გასულ კვირას დაამტკიცა.
გასულ კვირასვე, მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო  კომისიის თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მერიაში კონკურსი 52 ვაკანსიაზე მიმდინარე წლის 9 აგვისტოს გამოცხადდებოდა, ხოლო საკვალიფიკაციო მოთხოვნები ქუთაისის მერიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდებოდა.  
შეგახსენებთ, რომ კონკურსს პირველ ეტაპზე მერის მოადგილეები, სამსახურის უფროსები, მათი მოადგილეები და განყოფილების უფროსები გაივლიან.  

ავტორი: დეა მანაგაძე