დავით ბაქარაძეს ხონში საპროტესტო პლაკატებით ხვდებიან
\"ნაციონალური მოძრაობის\" საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის მიერ დღეს ხონში, ამომრჩევლებთან დაგეგმილ შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი პროტესტით ხვდება.
ძირს \"ნაციონალური მოძრაობა\", \"ბაქრაძე ბანდის მეთაური\" – აღნიშნული შინაარსის პლაკატებით ხონის მოსახლეობის ნაწილი ბაქრაძეს ხონის შესასვლელთან ელოდება.
\"9 წელი \"ნაციონალები\" ხელისუფლების სათავეში იყვნენ. ამ დროის მანძილზე მათ ხონისთვის არაფერი გაუკეთებიათ და რა საჭიროა ახლა ბაქრაძის აქ ჩამოსვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა. დროა \"ნაციონალებმა\" ასპარეზი ახალ მთავრობას დაუთმოს,\" – ამბობს ხონში მცხოვრები აივენგო ჩომახიძე.
დავით ბარაძე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში ამომრჩევლებთან შესახვედრად დღეს 14 საათზე ჩავა.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა