სამხატვრო ხელმძღვანელობის ალტერნატიული კანდიდატი ხელშეშლის ფაქტებზე საუბრობს
ქუთაისის ი. გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს ქუთაისიდან მეორე კანდიდატი ყავს. ქალაქის კულტურის მუშაკთა საინიციატივო ჯგუფმა სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატად სამინისტროს, მეთოჯინე მსახიობი და რეჟისორი ლევან გაბრიჭიძე წარუდგინა.
თუმცა, მანამდე, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების თქმით თოჯინების თეატრის მხრიდან, ლევან გაბრიჭიძეს გარკვეულ აქტივობებში ხელის შეშლის ფაქტს ჰქონდა ადგილი. მათი თქმით ლევან გაბრიჭიძის სურვილს შეხვედროდა დასს და მისი არჩევის შემთხვევაში, მომავალი გეგმები გაეცნო, წინააღმდეგობა შეხვდა თეატრის ხელმძღვანელობის მხრიდან. გაბრიჭიძე ამბობს, რომ მან ოფიციალური წერილით მიმართა თეატრს, თუმცა, როგორც თეატრიდან მიღებულ ოფიციალურ წერილობით პასუხიშია აღნიშნული მას უარი ეთქვა \"თეატრის ინტერესებიდან გამომდინარე“.
თეატრის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი ია იაშვილი გაბრიჭიძისთვის გაგზავნილ წერილობით უარს კანონით ხსნის.
„დასთან შეხვედრის უფლება სამართლებრივად კონკურსის დაწყებამდე არავის ჰქონდა“,– ამბობს ია იაშვილი.
მმართველის მოვალეობის შემსრულებელი ასევე მიუთითებს დასის სრულ მხარდაჭერაზე, თეატრის წარდგენილი კანდიდატის, ეკატერინე სირაძეს მიმათ. თუმცა, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები და თავად ლევან გაბრიჭიძე ამ ინფორმაციას არასწორს უწოდებენ. მათი თქმით დასის მნიშნვნელოვანი ნაწილი სწორედ ალტერნატიულ კანდიდატს უჭერს მხარს და მათ ამის დამადასტურებელი ხელმოწერებიც გააჩნიათ.
ამ შემთხვევას მმართველის მოვალეობის შემსრულებელი ორმაგ თამაშს უწოდებს „დასის შეკრებაზეყველამ დაუჭირა მხარი ეკატერინე სირაძეს, თუ ვინმემ ორმაგი თამაში ითამაშა ეს მისი პრობლემაა“,– მიაჩნია იაშვილს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრებმა თავიანთი კანდიდატები სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ღია კენჭისყრით უკვე აირჩიეს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღება 16 აგვისტოს სრულდება. სამინისტროსთან არსებული 7 კაციანი სარეკომენდაციო საბჭო წარმოდგენილი დოკუმენტაციების საფუძველზე შეარჩევს შესაბამის კანდიდატებს და დასანიშნად წარუდგენს მინისტრს.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი