ქუთაისელი "მილიონერი", რომელიც დახმარებას იღებდა ინდმეწარმე მიხელ ჩხეიძეა
newpress.ge-ს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი ქუთაისელი "მილიონერი", რომელიც სახელმწიფოსგან ყოველთვიურად ფინანსურ დახმარებას იღებდა, მიხეილ ჩხეიძეა.
სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრილი ინდ.მეწარმე მიხეილ ჩხეიძე, newpress.ge-ს ინფორმაციით ქუთაისში, სულხან საბას ქუჩაზე ცხოვრობს და მისი წლიური ბრუნვა მილიონ ლარს შეადგენს.
ამის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის წარმომადგენლობაში newpress.ge-სთან საუბარში განმარტავენ, რომ ჩხეიძეების ოჯახი ფინანსურ დახმარებას ნამდვილად საჭიროებს. თუმცა მათთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ საიდან შეადგენს ჩხეიძეების ოჯახის შემოსავალი მილიონ ლარს.
"ეს ოჯახი ნამდვილად გაჭირვებულია. ამაზე მათი საცხოვრებელი გარემოც მეტყველებს. თუმცა საიდან და რატომ შეადგენს მათი შემოსავალი მილიონ ლარს, ეს ამ ეტაპზე არ ვიცით. მაგრამ ამ საკითხს მალე შევისწავლით," – ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტროს იმერეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოადგილი ნანა მესხი.
რეალურად, როგორ და რა პირობებში ცხოვრობს ქუთაისელი მილიონერი მიხეილ ჩხეიძე, ამის გარკვევას newpress.ge ამ წუთებში ცდილობს. დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა