ზურაბ ადეიშვილი სამართალდამცველების მიერ არ იძებნება
საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ზურაბ
ადეიშვილი საქართველოს სამართალდამცველების მიერ, შემდგომი ექსტრადიციისა და პასუხისგებაში
მიცემის მიზნით არ იძებნება – აღნიშნულ განცხადებას საქართველოს ევროპულ ფასეულობათა
ინსტიტუტი, საქართველოს შსს ვებ–გვერძზე განთავსებული ინტერპოლის ძებნილთა სიის გაცნობის
შედეგად აკეთებს.
„იმ ფონზე, როდესაც ოფიციალური პირების განცხადებებში
ადეიშვილის შესახებ, მის მოქმედებებში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
დადგენილი დანაშაულის ნიშნები და როდესაც საქართველოს პრეზიდენტმაც არაერთხელ დაადასტურა
სატელევიზიო ინტერვიუებში, რომ არსებობს კონკრეტული კითხვები ადეიშვილის მიმართ, ასეთი
მიდგომა გაუგებარია და შესაბამისად, ბადებს საფუძვლიან ეჭვებსა და კითხვებს, კერძოდ:
1) მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ზურაბ ადეიშვილის
მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით?
2) დადებით შემთხვევაში რა მუხლებით?
3) არის თუ არა იგი დაუსწრებლად მიცემული სისხლის
სამართლის პასუხისგებაში?
4) რატომ არ არის გამოცხადებული საერთაშორისო
ძებნაში ინტერპოლის წითელი ცირკულიარით?
5) არის თუ არა ცნობილი მისი ადგილსამყოფელი
და მიმდინარეობს თუ არა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება?,“
– ნათქვამია საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი
იმედს გამოთქვავს, რომ ზემოხსენებული კითხვები არ დარჩება უპასუხოდ.
ავტორი: ნიუპრესი