პრეზიდენტობის ყველაზე სასურველი კანდიდატი – მარგველაშვილი 39%, ბაქრაძე 18% ბურჯანაძე 7% – NDI
NDI-ის კვლევის თანახმად, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძე ყველაზე სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არიან.
კითხვაზე, ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად? კვლევის თანახმად გამოკითხულთა 39% გიორგი მარგველაშვილს ასახელებს, 18% თვლის რომ ყველაზე სასურველი კანდიდატი დავით ბაქრაძეა. მესამე ადგილზეა ნინო ბურჯანაძე 7 პროცენტით, შალვა ნათელაშვილი და გიორგი თარგამაძე - 3 პროცენტით. არ ვიცი – 16 პროცენტი, სხვა – 4 პროცენტი.
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში", მიმდინარე წლის 18 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ჩატარდა.
ქვეყნის მასშტაბით, სულ 3 838 ადამიანი პირდაპირი ინტერვიუს გზით, შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/_ 2% შეადგენს.
NDI–ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (sida) აფინანსებს და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC)
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა




12:21
16:16
14:41
11:37
06:00
















