|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის სამაშველო სამსახურში აუდიტი შევიდა

ქუთაისის მერიის სამაშველო სამსახურს აუდიტი ამოწმებს. მერიის კონტროლის და აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები, სამაშველო სამსახურის 2012 წლის ფინანსურ საკითხებს ორი დღეა იკვლევენ.
აღნიშნული სამსახურის უფროსის კახა მაჩიტიძის განმარტებით, მათთან კონტროლის სამსახური ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, თენგიზ თოფურიძის დავალებით შევიდა.
მაჩიტიძე ამბობს, რომ ეს არის არაგეგმიური შემომწმება, რომელიც გასული წლის ფინანსური საკითხებით დაინტერესებას უკავშირდება.
სამაშველო სამსახურის უფროსი ირწმუნება, რომ მას სამსახურში ფინანსური საკითხები წესრიგში აქვს. თუმცა: "რაღაცას მაინც გამოთითხნიან. ვფიქრობ, სამსახურში აუდიტის შემოსვლა ჩემს სამსახურში აღდგენას უკავაშირდება. მე არც ერთ პარტიას არ წარმოვადგენ თუმცა, ვმეგობრობ გიორგი თევდორაძესთან და ღიად გამოვხატავ სიმპათიას "ნაციონალური მოძრაობის"  მიმართ", – განმარტავს newpress.ge-სთან საუბარში კახა მაჩიტიძე.

შეგახსენებთ, რომ კახა მაჩიტიძე აღნიშნულ სამსახურს 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. ის მიმდინარე წელს, მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაათავისუფლეს. თუმცა, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერიას მაჩიტიძის თანამდებობაზე აღდგენა დააკისრა.

 

ავტორი: თეკლა მორგოშია