ქუთაის-გაენათის ეპარქიას ახალი მიტროპოლიტი უხელმძღვანელებს
ქუთაის-გაენათის ეპარქიას, შესაძლოა, ახალი ეპისკოპოსი ჩაუდგეს სათავეში. გავრცელებული ინფორმაციით, წმინდა სინოდი ეპარქიის ამჟამინდელი მმართველის, მიტროპოლიტი კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) სასულიერო საქმიანობიდან ჩამოცილების და მისი პენსიაში გასვლის საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავს.
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 11 ოქტომბერს, 12 საათზე გაიმართება. სინოდის სხდომას კათალიკოს-პატრიარქი ილია II უხელმძღვანელებს.
მეუფე კალისტრატესთან ერთად სინოდი კიდევ ოთხი ეპისკოპოსის სასულიერო საქმინობიდან ჩამოცილების საკითხს განიხილავს. მათ შორისაა, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი).
შეგახსენებთ, რომ მეუფე კალისტრატე ქუთაის-გაენათის ეპარქიას 1983 წლიდან მართავს. 1989 წლიდან მას მიენიჭა მთავარეპისკოპოსის ხარისხი.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა