ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი საჯარო მოხელეებს საარჩევნოდ თავშეკავებისაკენ მოუწოდებს
ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებელმა, კოტე ლომიძემ ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოუწოდა, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ მიიღონ.
"თქვენ ხართ საჯარო მოხელეები და ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ არჩევნებში რაიმე სახით ჩარევაზე. ეს არჩევნები სამაგალითო უნდა იყოს უახლოეს ისტორიაში," - განაცხადა კოტე ლომიძემ, ქუთაისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიის მიერ გამართულ სხდომაზე.
ლომიძის განმარტებით, თუკი ადგილობრივი საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში მაინც ჩაერთვებიან, მისი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოხდება.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა