ქუთაისში ნარჩენების განცალკავებული შეგროვება დაიწყება
ქუთაისის ერთი–ერთ უბანში საპილოტედ პლასტამასის ნარჩენების განცალკავებული შეგროვება დაიწყება. პროექტი "ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში" ფარგლებში ხორციელდება.
პროექტში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელბისაგან დღეს ინფორმაცია მიიღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა.
მოლდოვასა და სომხეთის წარმომადგენლების განმარტებით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, ნარჩენების მართვის და მეორეს მხრივ, გარემოს დაცვის კუთხით.
შეხვედრაზე შოთა მურღულიამ განმარტა, რომ ნარჩენების მართვას განვითარებული ქვეყნები დიდ ყურადღებას აქცევენ.
"მოხარული ვარ, რომ ჩვენც გავიზიარებთ მათ გამოცდილებას", – განმარტა შოთა მურღულიამ.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ტრენინგ–სემინარების ჩატარება ნარჩენების მართვის შესახებ, ასევე რუმინელი ექსპრტები პროექტში მონაწილე ქალაქებში შეისწავლიან ნარჩენების მართვის არსებულ მდგომარეობას.
პროექტი"ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში" ორწლიანია და ის ევროკავშირის "შავი ზღვის აუზის 2007–2013 წლების პროგრამის" მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის პრეზენტავია დღეს ქუთაისის მერიაში 14:00 საათზე გაიმართება.
ავტორი: თეკლა მორგოშია