სამშაბათი, 17 ივნისი, 2025 წელი 06:32:27
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გაჩენილი ხანძრისგან ზარალის ოდენობას კომისია დაითვლის

ქუთაისში, დღეს გელათის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია გამოეხმაურა. მურღულიას თქმით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის მიერ  ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდა. 

როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, ქუთაისის მერიაში შესაბამისი კომისია შეიქმნება, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის.
"შესაძლოა, დაზარალებულებს სრულად ვერ დავეხმაროთ, მაგრამ ვეცდეებით, შესაძლებლობის ფარგლებში მათ რაიმე დახმარება აღმოვუჩინოთ," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
გელათის ქუჩაზე სამ საცხოვრებელ სახლს ხანძარი დღეს გაუჩნდა.   

ავტორი: დეა მანაგაძე