|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორად ზაზა მარუაშვილი ინიშნება?

იმერეთის გუბერნატორად, შესაძლოა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელი, ზაზა მარუაშვილი დაინიშნოს.

როგორც newpress.ge - სთვის ცნობილი ხდება, აღნიშნული საკითხი გუშინ უნდა გადაწყვეტილიყო. თუმცა, როგორც მარუაშვილი newpress.ge - სთან საუბარში განმარტავს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"ეს ინფორმაცია ღიმილის მომგვრელია. ამ საკითხზე ჩემთან არავის არ გაუვლია კონსულტაცია," - ამბობს ზაზა მარუაშვილი.
იმერეთის გუბერნატორის პოსტზე მარუაშვილის კანდიდატურა ჯერ კიდევ არჩევნებამდე მოიაზრებოდა, თუმცა იმის გამო, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმაზე მეტი ხმა აიღო, ვიდრე "ქართული ოცნება" ვარაუდობდა, მისი კანდიდატურა ამ დრომდე დაბლოკილი იყო. ამის შემდეგ კი იმერეთის გუბერნატორის პოსტზე წყალტუბოს "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლაშა ნარჩემაშვილი, ხოლო უფრო მოგვიანებით დასავლეთ საქართველოს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, ზაზა მეფარიშვილი მოიაზრებოდა.

ავტორი: ანა ჯანაშია