|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალურად დაუცველი ქუთაისის მერიას - ვითხოვ, ყურადღება მომაქციონ

ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ციალა ახალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარებას ითხოვს.
ციალა ახალაძე ქუთაისში, კუპრაძის ქუჩა N10 - ში ცხოვრობს და სახლის დანგრევის საშიშროების წინაშე ყოველდღიურად დგას.
საქმე იმაშია, რომ სოციალურად დაუცველის სახლი ავარიულია. რის გამოც, უამინდობის დროს, ახალაძის სახლში ამორტიზებული სახურავდან და კედლებიდან წვიმს.
"რამდენჯერ მძინარეს გამღვიძებია იმის გამო, რომ თავზე მაწვიმს. თუმცა წვიმაზე მეტად თოვლი მაშინებს. სახურავი მთლიანად მოშლილია და თუ არ შეკეთდა, ამ ზამთარს ვერ გაუძლებს, დაინგრევა და მეც მოვყვები ნანგრევებში. ამ ქვეყნად არავინ გამაჩნია, რომ დახმარება გამიწიოს, მე ავადმყოფობის გამო უძლური ვარ და ვთხოვ ქუთაისის მერიას, ყურადღება მომაქციონ," - ამბობს სოციალურად დაუცველი ციალა ახალაძე.
როგორც ქუთაისის ვიცე-მერი, ნოდარ მიქიაშვილი newpress.ge - სთან საუბარში განმარტავს, ახალაძეს დღესვე მოინახულებს და მის საცხოვრებელ პირობებს გაეცნობა. რის შემდეგაც, ადგილობრივი თვითთმართველობა გადაწყვეტს, რით შეიძლება დახმარება გაუწიონ სოციალურად დაუცველს.

ავტორი: ანა ჯანაშია