მიუსაფართა პრობლემებზე საგანგებო ჯგუფი ქუთაისშიც იმუშავებს
ზამთრის პერიოდში უსახლ–კაროდ დარჩენილ მიუსაფართა პრობლემებზე, საგანგებო ჯგუფი ქუთაისშიც იმუშავებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში, სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართება.
"დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა სამინისტროს წარმომადგენლებთან. სადაც ვიმსჯელებთ მიუსაფარ სოციალურად დაუცველთა პრობლემების მოგვარებაზე ქუთაისში. ამასთან დაკავშირებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ცივ ზამთარში ღია ცის ქვეშ არავინ დარჩეს," – განმარტავს ქუთაისის ვიცე–მერი ნოდარ მიქიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო უწყებათაშორისი ჯგუფი, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით იქმნება.
უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებს, უსახლკარო მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის თავშესაფრის უმოკლეს ვადაში მოწყობა ევალებათ.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა