|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს იმერეთის ახალი გუბერნატორი

იმერეთის ახალი გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე 3 ბინის მფლობელია (სარაჯიშვილის 4ა ბ8, ფართობი - 178.89 კვ.მ; 4ა ბ7, ფართობი - 127.88 კვ.მ და 4ა ბ18, ფართობი - 262.91 კვ.მ).

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ზაზა მეფარიშვილმა, მიმდინარე წლის 21 მაისს შეავსო, ახალი გუბერნატორი ასევე, გახლავთ რამდენიმე  კომპანიის პარტნიორი, ესენი:  შ.პ.ს "ალზა", შ.პ.ს. ჯი-ეი-პი კონსალტინგი და შ.პ.ს. "ელიტ -კონსალტინგი". კიდევ ერთი კომპანიის შ.პ.ს. "დომინანტი"-ს  პარტნიორი კი მისი - მეუღლე ეკატერინე არჩვაძეა. მისსავე სახელზეა საცხოვრებელი სახლი  ქუთაისში, კუპრაძის ქუჩაზე. ეკატერინე არჩვაძე ასევე ფლობს ბინას ბორჯომში, დაბა ბაკურიანში 

იმერეთის ახალ გუბერნატორს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური სამმართველოში დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეობისას მიღებული აქვს ანაზღაურება 48000.00 ლარის ოდენობით.

ასევე, "საქართველოს ბანკში" მის სახელფასო ანგარიშზეა 3500. 00 ლარი, საკრედიტო ანგარიშზე - 8746.00 დოლარი, ამექსი - 4000.00 დოლარი, ნაღდი ფული - 3000.00 დოლარი.

ზაზა მეფარიშვილს 2009 წელს გაფორმებული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულება 47889.00 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთზე. გარდა ამისა, ნასყიდობა აქვს 2013 წელს,  230000.00 ღირებულების მიწის ნაკვეთზე. ზაზა მეფარიშვილს ასევე აქვს ნასყიდობა (2010 წელი-უვადო) ბინათმშენებლობაში, რომლის ღირებულება 135300.00 დოლარს შეადგენს.

იმერეთის ახალ გუბერნატორს ყავს ავტომანქანა - "Mersedesi".

იმერეთის ახალ გუბერნატორად ზაზა მეფარიშვილი დღეს დაინიშნა.   ამ დრომდე მას  შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

 

ავტორი: ნიუპრესი