|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მღრღნელები მომრავლდნენ

ქუთაისის მოსახლეობა მღრღნელების მომრავლებაზე საუბრობს. საფიჩხიის უბანში მცხოვრებნი newpress.ge-სთან საუბარში განმარტავენ, რომ მღრღნელების რაოდენობა ბოლო 2 თვის მანძილზე საგრძნობლად გაიზარდა. როგორც საფიჩხიაზე მცხოვრებნი ამბობენ, ხშირია შემთხვევა, როცა მღრღნელებს საცხოვრებელ სახლებში პოულობენ.

"დღე არ გავა ისე, რომ სახლებსა და ეზოებში ვირთხები არ დავინახოთ. მღრღნელები ასეთი მომრავლება კარგა ხანია არ გვახსოვს. საკმაოდ დიდი ზომის არიან და ძალიან საშიშია უკვე," – აცხადებენ საფიჩხიაზე, დიმიტრი ყიფიანის ქუჩაზე მცხოვრებნი.
მღრღნელების მომრავლებას მოსახლეობა მრავალსართულიან კორპუსებში ბუნკერების გაუქმებას უკავშირებს. როგორც ისინი აცხადებენ, მღრღნელებთან გამკლავებას საკუთარი ძალებით ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.
"შევიძინეთ ვირთხის საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგრამ არ აღმოჩნდა ეფექტური," – აცხადებენ საფიჩხიაზე მცხოვრებნი.

ავტორი: ანა ჯანაშია