|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალურად დაუცველები ქუთაისის მერიისგან საახალწლოდ სურსათს მიიღებენ

ქუთაისის მერია საახალწლოდ სოციალურად დაუცველებს სასურსათო ნობათს გადასცემს. აღნიშნული მიზნით მერიამ ტენდერი 60 ათას ლარზე გამოაცხადა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა 13 ათასი ლარით ნაკლები მოითხოვა.

2100 ბენეფიციარისთვის ნობათის მიწოდება ინდ. მეწარმე "რამაზ ხელაძე"-მ 47 ათას ლარად უნდა უზრუნველყოს, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა.

"მიმწოდებელი  ვალდებულია უზრუნველყოს ქუთაისში, სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის საახალწლოდ, სასურსარო ნობათის შესყიდვა "- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ინდ. მეწარმე "რამაზ ხელაძე"-მ  სასურსათო ნობათების შესყიდვა (2100 ცალი) 2013 წლის 23 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს.

საახალწლოდ სასურსათო ნობათების სახელმწიფო შესყიდვისთვის ერთეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ქუთაისის მერიამ 5 დეკემბერს გამოაცხადა, რომელიც 12 დეკემბერს დასრულდა.
სასაჩუქრე პაკეტში შედის პირველადი მოხამრების საკვები, როგორიცაა, შაქარი, ზეთი და ა.შ.


ავტორი: ლანა კოკაია, თეონა მენაფირე