ქუთაისში მიუსაფართათვის მოწყობილ კარვებში ამდრომდე არავინ მიუყვანიათ
ქუთაისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიუსაფართათვის მოწყობილ კარვებში ამდრომდე არავინ მიუყვანიათ.
24 ადამიანზე გათვლილ 2 კარავში ის ადამიანები მოხვდებიან, რომლებიც ქუჩაში, უსახლ-კაროდ არიან დარჩენილნი.
"ჯერ არავის მოუმართავს. თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ არიან მსურველები და მოხდება მათი კარვებში გადმოყვანა. ეს ყველაფერი იქნება მათი სურვილისამებრს. კარვებში, მიუსაფრებს ექნებათ სითბო, კვება, აქ მათთვის ასევე მოწყობილია ბიო-ტუალეტი,"-ამბობს ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მარგველაშვილი.
მისივე თქმით, კარვებში მოხვედრილი მიუსაფრები უზრუნველყოფილი იქნებიან პირველადი სამედიცინო დახმარებითაც.
მიუსაფართა დროებით თავშესაფარში სასწრაფოსთან ერთად, ასევე იმორიგევებს საპატრტულო ეკიპაჟიც.
"გარდა ამისა, აქ მუმდივად იქნება ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც აღწერს აქ მოსულ ადამიანებს და მათ ზედამხედველობაზე აიღებს პასუხიმგებლობას," - ამბობს ზურაბ მარგველაშვილი.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა