|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის ახალი გუბერნატორისთვის კაბინეტი უკვე მოამზადეს

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ახალი გუბერნატორის, ზაზა მეფარიშვილის მისაღებად მზადება დასრულებული აქვთ. კაბინეტის წინ უკვე გაკრულია ახალი აბრა.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზეინაბ ხაჩიძის განმარტებით, ახალ გუბერნატორს ხვალიდან ელოდებიან.
"ტრადიციას არ ვარღვევთ და გუბერნიაში ახალი გუბერნატორის მისაღებად  ყველაფერი მზად აქვს", – განმარტა newpress.ge–სთან საუბარში ზეინაბ ხაჩიძემ.
უკვე ცნობილია, რომ ზაზა მეფარიშვილი გუბერნატორის რანგში პირველ ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ გამართავს. შეხვედრები დაგეგმილია როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე, მედიასთან. 

ახალი გებერნატორები ქვეყნის პრემიერმინისტრმა თანამდებობებზე 13 დეკემბერს დანიშნა.

იმერეთის ახალ გუბერნატორს ზაზა მეფარიშვილს ამ დრომდე შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

ავტორი: თეკლა მორგოშია