ქუთაისში ოპერის წინ დადგმული საახალწლო ნაძვის ხე მოულოდნელად აიღეს
ქუთაისში, ოპერის თეატრის წინ რამდენიმე დღის წინ დადგმული საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟი მიმდინარეობს. დემონტაჟის მიზეზად ნაძვის ხის უვარგისობა სახელდება.
ორი წლის წინ შეძენელი თეთრი ნაძვის ხე ამ დროისთვის გაშავებულია. სწორედ, ეს გახდა მისი აღების მიზეზი.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ზურაბ ზამბახიძის განმარტებით, ქალაქის მერიამ წინა წლებში ისეთი ნაძვის ხე შეიძინა, რომელიც ორი წლის შემდეგ აღარ ივარგებდა.
ზამბახიძე ირწმუნება, რომ აღნიშნული ნაძვის ხე კეთილმოწყობის სამსახურმა საცდელად დაამონტაჟა.
newpress.ge–ის ინფორმაციით, კი ოპერის თეატრის წინ დამონტაჟებული ნაძვის ხის აღება, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას მოთხოვნით მოხდა, რადგან მის დადგმას საზგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა, სოციალურ ქსელში.

ქუთაისში მხოლოდ ორი ნაძვის ხე იქნება - ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრთან და რეაბილიტირებულ უბანში.
ქალაქის მერიამ საახალწლოდ ქალაქის მოსართავად 95 100 ლარი გამოჰყო.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა