|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 2014 წლისთვის ხელფასების მომატება დაპირისპირების საგანი გახდა

ქუთაისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის მოთხოვნა 2014 წლისთვის ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით დაპირისპირების საგანი გახდა. 

ქუთაისის ვიცე–მერების განმარტებით, 2014 წლის ქუთაისის ბიუჯეტი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ  ხელფასები მოთხოვნის შესაბამისად გაიზარდოს. 
"ის გამოდის, რომ გია შარაბიძე და მე კბილებით ვიცავთ ბიუჯეტს  და ხელფასებს არ ვზრდით. მაგრამ ბიუჯეტის განკარგვა პრიორიტტების მიხედვით უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია  ორმოული გზების შეკეთება. თუმცა, 2014 წელს ქალაქში ხელფასი 200 ლარზე ნაკლები არ იქნება", – განმარტა კომისიის სხდომაზე ქუთაისის ვიცე–მერმა, ნოდარ მიქიაშვილმა.
კომისიის თავმჯდომარის ტატო მესხის განმარტებით, უხერხულია მოსამსახურეს იმდენივე ხელფასი ჰქონდეს, რამდენიც პესიონერს.   
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას განმარტებით, ბიუჯეტის დაგეგმვის დროს რეალურები უნდა იყვნენ.

ავტორი: თეკლა მორგოშია