|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორი – გული დამწყდება, პარლამენტი ქუთაისიდან რომ გადაიტანონ

იმერეთის ახალი გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხს გამოეხმაურა. მეფარიშვილის თქმით, პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა თავის დროზე საჭიროებას არ წარმოადგენა. 
გუბერნატორის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ქუთაისმა სამრეწველო ფუნქცია დაკარგა, ქალაქისთვის ახალი ფუნქციის შეძენის საკითხი აქტუალური ხდება.
"ქუთაისს პარლამენტი თავის დროზე არ ჭირდებოდა. ახლა ვართ პატარა ბავშვივით, როცა კანფეტს მისცემენ და მერე წაართმევენ. ამჯერად, რადგან გვაქვს პარლამენტი, როგორც ქუთაისელს გული დამწყდება, რომ ის გადაიტანონ," – განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.
გებერნატრის განცხადებით, ვიდრე ქუთაისისთვის ახალი ფუნქციის შეძენა არ მოხდება, პარლამენტის გადატანაზე საუბარი ქალაქისთვის კარგი არ იქნება.

ავტორი: დეა მანაგაძე