დღეს ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება
newpress.ge-ის
ინფორმაციით, დღეს ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. ცვლილება მერიის ორი სამსახურის ხელმძღვანელ პირს შეეხება.
საკადრო ცვლილებების შედეგად, თანადებობიდან გაათავისუფლებენ
კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებს,
რომლებიც ამ დრომდე ზემოთაღნიშნულ სამსახურებში უფროსის მოვალეობას ასრულებდნენ.
newpress.ge-ის ინფორმაციით, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზურაბ ზამბახიძეს მალხაზ ბასილაძე ჩანაცვლებს, ზამბახიძე კი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილედ გადაინაცვლებს.
ხოლო, თუ ვინ ჩაანაცვლებს ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი გოცირიძეს, აღნიშნულთან დაკავშირებით კანდიდატურები ამ დრომდე განიხილება.
ავტორი: ნიუპრესი