|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი "პატრიოტები" მერიას მუშაობას უწუნებენ

ქუთაისის მერიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების პრივატიზებიდან მიმდინარე წელს, სულ 1 მლნ 105 000 ლარი შევიდა. აქედან, 730 000 ლარი ობიექტების აუციონის წესით გაყიდვიდან, ხოლო 375 00 ლარი - იჯარით შევიდა. საერთო ჯამში 19 აუქციონი ჩატარდა. 

აღნიშნულის შესახებ, ანგარიში მერიის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურის უფროსმა, ბესიკ ცქიფურიშვილმა, საკრებულოს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს"  წარუდგინა. 
ცქიფურიშვილის განმარტებით, მიწებისა და ობიექტების შესყიდვის შესახებ უფრო მეტი განაცხადი იყო შესული სამსახურში. 
"თუმცა, მერიაში არსებული ხავეზების გამო, ვერ მოხდა მათთვის პასუხის გაცემა", – აღნიშნა შეხვედრაზე ბესიკ ცქიფურიშვილმა.
"პატრიოტრებმა" მერიას მუშაობა დაუწუნეს და არადამაკმაყოფილებლად შეაფასეს. 
მათი განმარტებით, უნდა მოხდეს მოკვლევა იმ მიზეზების, თუ რატომ ვერ ხდებოდა სამსახურში შესულ განცხადებებზე პასუხის გაცემა.
საკრებულოს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე, კახა ნემსიწვერიძე აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიასაც აკისრებს. 
"მართალია, მურღულიას დროს არ ყოფილა რაიმე ტიპის ხარვეზი პრივატიზების კუთხით, თუმცა, ის არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომელიც ამ სისტემაში არსებულ ხარვეზებზე აგებს პასუხს. ის არის ამ პროცესების სამართალმემკვიდრე. ამიტომაც, უნდა დაინტერესდეს მისი წინამორბედების საქმიანობით", – განმარტა შეხვედრაზე ნემსიწვერიძემ. 
ქუთაისის ვიცე–მერის, ნოდარ მიქიაშვილის თქმით, არ აპირებენ მოიკვლიონ  წინამორბედების საქმიანობა.
რაც შეეხება, ბიუჯეტის შეუსრულებლობას, მიქიაშვილის თქმით,  2013 წლის ბიუჯეტი თავიდანვე განწირული და სულელურად დაგეგმილი იყო. 

ავტორი: თეკლე მორგოშია